суббота, 27 июня 2015 г.

ბოლნისის  მესამე  საჯარო სკოლა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
რუსუდან  რეხვიაშვილი

суббота, 19 июля 2014 г.

მოდული 8

გამოვაქვეყნეთ  ჩვენ  მიერ  მოძიებული  ინფორმაცია,  გავეცანით  ერთმანეთის  პრეზენტაციებს.  განვათავსეთ  ბლოგზე.

მოდული 7

გავეცანით  ინტერნეტში  პროექტის  გეგმებს  და  დეტალურად  დავამუშავეთ  გეგმა.  დავწერეთ  თემის  მოკლე  შინაარსი,  სტანდარტები,  ინდიკატორები, მიზნები,  მისაღწევი  შედეგები,  ჩამოვაყალიბე  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები, მოკლედ  გადმოვეცი  პროექტის  მსვლელობა,საბაზისო  უნარ-ჩვევები.  

მოდული 6.

დიფერენცირებული  სწავლების  მეთოდების  გამოყენებით არაქართულენოვან  და  განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  მოსწავლეებს  მივეცი  დავალებები.  დავურიგე  სამუშაო  ფურცლები  სიუჟეტის  შესახებ, ამით  ფაქტებსა  და პერონაჟებს   უკეთ  დაიმახსოვრებენ.  არაქართულენოვანებს გავაცანი  ნათარგმნი  ტექსტი.

მოდული 5.

გავეცანი    მოსწავლის  ნამუშევრების  შეფასების  რუბრიკას და  შევქმენი. პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკაში  გავითვალისწინე  ინფორმაციის  მოძიების ,  თანამშრომლობის ,  მულტიმედიის  გამოყენების უნარი  და მართლწერის  საკითხების  ცოდნა.

მოდული 4.

წარმოვიდგინეთ  მოსწავლის  ადგილას  თავი, გავითვალისწინეთ მათი  მისწრაფებები  და  შესაძლებლობები და  შევქმენით  მოსწავლის  ნამუშევარი.

მოდული 3.

ინფორმაცია  მოვიძიეთ  ინტერნეტში,  საავტორო  უფლებების  დაცვის  აუცილებლობას  გავეცანით, ვიმუშავეთ  მობლოგზე.